რა მიხარია, შე იდიოტო, უკრაინაში ომი?, ასე გამოეხმაურა საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის დღეს გაკეთებულ განცხადებებს.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, მის სახლში, რომელიც მოპარული ფულით არ უყიდია, ხვალ ალბად რუსი შევა.
"პირველად ცხოვრებაში, ვეღირსე ნამდვილ კარგ სახლს, თქვენგან განსხვავებით არა მოპარული ფულით. გუშინ იმ სახლთან რუსულმა BTR-ებმა ჩაიარეს. ხვალ ალბათ შიგნით შევლენ და ჩემს საწოლში დაიძინებენ. ასევე, ჩავლენ ჩემს ღვინის მარანში და ყველაფერს გამოწრუპავენ და ეს შემიძლია, მიხაროდეს?!
მე ვარ უკრაინელი ოფიციალური პირი და მომეპყარით სათანადოდ, თუ ჩემს პრეზიდენტობას არ სცემთ პატივს", - წერს სააკაშვილი.