უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინისთვის ეს ღამე რთული იქნება, რადგან მტერი ყველაფერს იღონებს უკრაინელთა გასატეხად.
მისი თქმით, უკრაინის ბედი ახლა წყდება.
"მძიმე, ძალიან მძიმე ღამე იქნება, თუმცა დადგება დილა. ამაღამ მტერი თავის ხელთ არსებულ ყველა ძალას გამოიყენებს, რათა წინააღმდეგობა ჩაახშოს. ამაღამ შტურმს დაიწყებენ. უნდა გავუძლოთ. უკრაინის ბედი ახლა წყდება. დარტყმის ქვეშ არის ჩვენი ბევრი ქალაქი. განსაკუთრებული ყურადღება კიევს. არ შეიძლება დედაქალაქის დაკარგვა", - აცხადებს ზელენსკი.