უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი კიევში რჩება. მას თან ახლავს პრეზიდენტის აპარატის თანამშრომლები, პრემიერ-მინისტრი და ფრაქცია "ხალხის მსახურების" ხელმძღვანელი. ამის შესახებ ბრიფინგზე პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.
"ის [ზელენსკი] არის კიევში, მუშაობს მთელი დღს განმავლობაში, ხვდება მინისტრებს, მოადგილეებს. ის ასევე რეგულარულ კონსულტაციებს მართავს მსოფლიო ლიდერებთან", - თქვა პოდოლიაკმა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინ მდებარე მოედნიდან ვიდეომიმართვაც გაავრცელა. მან ხაზი გაუსვა, რომ სხვა მაღალჩინოსნებთან ერთად კიევში იმყოფება უკრაინის დასაცავად.
"საღამო მშვიდობისა ყველას. ფრაქციის ლიდერი აქ არის, პრეზიდენტის აპარატის უფროსი აქ არის, პრემიერ მინისტრი შმიგალი აქ არის, პოდოლიაკი აქ არის, პრეზიდენტი აქ არის. ჩვენ ყველა აქ ვართ. ჩვენი სამხედროები აქ არიან. მოქალაქეები, საზოგადოება არის აქ. ჩვენ ვიცავთ ჩვენს დამოუკიდებლობას და ეს ასეც იქნება. დიდება უკრაინას", - განაცხადა ზელენსკიმ.