ჩვენ ჩვენს სახელმწიფოს მარტონი ვიცავთ. მსოფლიოს უძლიერესი ძალები შორიდან გვაკვირდებიან. დაარწმუნა რუსეთი გუშინდელმა სანქციებმა? ჩვენს ვისმენთ ჩვენს ცასა და მიწაზე, რომ ეს არასაკმარისია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ტელემიმართვისას განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინელების სოლიდარობას შეუძლია მათი თავისუფლების დაცვა. მან უკრაინელებს მობილიზაციისკენ, ერთმანეთისა და არმიის დახმარებისკენ მოუწოდა.
„უკრაინელების ბედი მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. ჩვენ საკუთარ მიწაზე ვართ, ჩვენს უკან სიმართლეა. ჩვენი ხასიათის განადგურება არ გამოუვათ. ჩვენი თავისუფლების წინააღმდეგ „კალიბრის“ რაკეტები უძლურია“, – აღნიშნავს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთს მაინც მოუწევს მათთან საუბარი იმაზე, როგორ დაასრულონ საბრძოლო მოქმედებები და შეაჩერონ ეს შეჭრა.
„რაც უფრო მალე დაიწყება საუბარი, მით ნაკლები დანაკარგი იქნება თავად რუსეთისთვის“, – აღნიშნავს ზელენსკი.