ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, იეჟი ბუზეკიმ, ევროპარლამენტის სესიის გახსნისას, საქართველოსა და პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე ისაუბრა.
იეჟი ბუზეკიმ ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმები დადებითად შეაფასა.
გარდა ამისა, იეჟი ბუზეკმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ეკონომიკურ კრიზისს თავს მალე დააღწევს და ისიც განმარტა, რომ "ევროკავშირი ამაში საკუთარ როლსაც ითამაშებს".
"საქართველომ ძალიან ბევრი იმუშავა ეკონომიკური განვითარებისთვის. ჩვენ გვინდა სტაბილურობა მთლიანად სამხრეთ კავკასიაში. საქართველო შეიძლება იყოს მოდელი იმისა, თუ როგორ უნდა მიმდინარეობდეს რეფორმების პროცესი დემოკრატიულ საზოგადოებაში", - აღნიშნა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტის წინაშე სიტყვით უკვე მეორედ გამოდის.