ფიციალურმა თბილისმა მოსკოვს კიდევ ერთი საპროტესტო ნოტა გაუგზავნა.
ნოტა რუსეთისთვის გადასაზგავნად შუამავალი ქვეყნისს - შვეიცარიის კონფედერაციის ელჩის მოადგილეს საქართველოში, საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ გადასცა.
ამჟერად ქართული მხარე 17 ნოემბერს, ცხინვალში, რუსეთის დელეგაციის ჩასვლას აპროტესტებს, რომელსაც უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე იური ზუბაკოვი ხელმძღვანელობდა.
გარდა ამისა, შვეიცარიის ელჩის მოადგილესთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა, რომ რუსეთის მხარის ზემოაღნიშნულ ქმედებები წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციის, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებისა და საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებისა და ნორმების მორიგ უხეშ დარღვევას.