საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი უვადო შიმშილობას იწყებს. ამის შესახებ მან თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა.
სააკაშვილის განმარტებით, მისი შიმშილობა იქნება რეაქცია მის მიმართ რეჟიმის მოპყრობაზე.
"მე ვაცხადებ დღეიდან უვადო შიმშილობას, სრულს და ეს არის რეაქცია იმაზე, როგორც გვეპყრობა რეჟიმი მე და ჩემს ხალხს. აქ ჩემი ჯანმრთელობა არის მეასეხარისხოვანი", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
სააკაშვილის თქმით, მისი მთავარი მოთხოვნაა ადეკვატური ჯანდაცვის მომსახურებების მიღება.