საქართველოში რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებულ აშშ-ის მოქალაქეს ალექს ლოიოსს ამ დრომდე ეძებენ. ირკვევა, რომ მას ოჯახთან ბოლო კომუნიკაცია 7 თებერვალს ჰქონდა.
მისი ახლობლები სოციალური ქსელშ წერენ, რომ ალექსი ბოლოს 8 თებერვალს ნახეს, მას შემდეგ კი გაუჩინარებულია.
ალექს ლოიოსის ახლობლები მოქალაქეებს სთხოვენ, თუ მის შესახებ რაიმე ინფორმაციას მიიღებენ, დარეკონ მეგობრებთან, 112-ში ან გამომძიებელთან.