"ეროვნული ფორუმი" 25 ნოემბერს დაგეგმილ აქციაზე სრული შემადგენლობით მივა. ეს განცხადება ეროვნული ფორუმის ერთ-ერთმა ლიდერმა კახა შარტავამ გააკეთა. მისი თქმით, "ეროვნულ ფორუმს" თან ექნება იმ 130 ათასი ადამიანის ხელმოერა, რომლებმაც საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს მოაწერეს ხელი.
"25 ნოემბრის აქციის დამკვეთი მხოლოდ ხალხია და არა პოლიტიკური მოძრაობები და პარტიები. ჩვენი ამონაცაა, კრება რაც შეიძლება დიდი მასშტაბის გავხადოთ. იმ ადამიანიების გვერდში დგომას ვაპირებთ, რომლებიც დაიღალნენ, მაგრამ ცხოვრების გაგრძელებას დაღლილი არ აპირებენ, მიუხედავად იმისა, რომ დელეგატები არ ვართ, 25 ნოემბრის აქციას დავესწრებით და ხალხის გვერდში ვიდგებით. ეს გადაწყვეტილება მივიღეთ იქიდან გამომდინარე, რომ სამოქალაქო თანხმობა მოხდა. ჩვენ ტურისტებად სახალხო შეკრებებზე არ დავდივართ, ჩვენ კონკრეტული მიზნის მისაღევას ვდგავართ ყველგან", _ განაცხადა შარტავამ სახალხო კრების ოფისში გამართულ საბჭოს გაფართოებული პირველი სხდომის დაწყებამდე.