მე მგონია, რომ უკრაინაში ომის საშუალება პუტინმა უკვე დაკარგა, მაგრამ ის ემზადება პროვოკაციებისთვის, - აცხადებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
მისი თქმით, პუტინი ემზადება დონეცკის და ლუგანსკის ასაღიარებლად, მაგრამ ის ამავე დროს ემზადება ე.წ. სამხრეთ ოსეთის, ცხინვალის რეგიონის ანექსიისთვის.
"მე ვარ უკრაინის სიმბოლიკით და ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვაქვს რთული სიტუაცია. მე მგონია, რომ უკრაინაში ომის საშუალება პუტინმა უკვე დაკარგა, მაგრამ ის ემზადება პროვოკაციებისთვის, ის ემზადება დონეცკის და ლუგანსკის ასაღიარებლად, მაგრამ ის ამავე დროს ემზადება ე.წ. სამხრეთ ოსეთის, ცხინვალის რეგიონის ანექსიისთვის და ის, რომ აქაური ხელისუფლება დამალულია სულ ფეხებზე ჰკიდია პუტინს. ის აუცილებლად გააკეთებს ამას და ჩვენი დამხმარე არავინ არ იქნება, ეს იქნება ივანიშვილის და პუტინის ერთობლივი თამაში, ამიტომ თუ ხალხმა არ ამოიღო ხმა, ჩვენ არ გვექნება სხვა არანაირი გამოსავალი. გუშინ გამოქვეყნდა ჩემი ეკონომიკური პროგრამა და როცა ქვეყანა მდიდარია, ყველა მდიდარი იქნება", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოში საზღვრის კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის პროცესი მიმდინარეობს.