დღეს ოფიციალურად გაფორმდება ევროკავშირსა და საქართველოს შორის რეადმისიის შესახებ ხელშეკრულება, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებში უნებართვოდ მცხოვრებ პირებს ეხება.
ამის შესახებ მედიას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ განუცხადა.
მისი განმარტებით, ხელშეკრულება ბრიუსელში გაფორმდება და მას ქართული მხრიდან ხელს ქვეყნის მთავარი დიპლომატი გრიგოლ ვაშაძე მოაწერს.
"ამით რეადმისიის თაობაზე მოლაპარაკებები დასრულებულად გამოცხადდება", - განაცხადა კალანდაძემ, რომლის ვარაუდითაც, ყველა შემდგომი პროცედურა და შეთანხმების ძალაში შესვლა 2011 წლის გაზაფხულისთვის მოხდება.