ინგუშეთში უცნობმა პირმა წუხელ მართლმადიდებლური ტაძრის გუმბათს ყუმბარმტყორცნი ესროლა. ინგუშეთის შს სამინისტროს ინფორმაციით, ტაძარი უმნიშვნელოდ დაზიანდა და გასროლას ზიანი და მსხვერპლი არ მოჰყოლია.
"დასახლება ორჯონიკიძევსკაიაში, პიონერსკაიას ქუჩაზე მდებარე ტაძრის მიმართულებით გასროლა მხოლოდ ერთხელ მოხდა. ამჟამად ბოროტმოქმედის ძებნა მიმდინარეობს", _ იუწყება რუსული მედია.
მასალის გამოყენების პირობები