ყაბარდო-ბალყარეთში ქალაქ ნალჩიკის მილიციის მთავარი სამმართველოს რწმუნებული მილიციის უფროსი ლეიტენანტი მარტინ გაგიროვი მოკლეს. ინფორმაცია ამის შესახებ რესპუბლიკის მილიციის საგამოძიებო სამმართველომ გაავრცელა.
"მილიციის რწმუნებული მილიციის საგუშაგო პუნქტში იმყოფებოდა, მაშინ როდესაც უცნობმა პირმა იგი მოკლა", _ ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში და იქვე აღნიშნულია, რომ მკვლელობის შედეგად მილიციელს ტაბელური პისტოლეტი მოსტაცეს.
ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და მიმდინარეობს გამოძიება.