რომ შემეძლოს აუცილებლად შევუერთდებოდი ჩვენი საამაყო ინტელექტუალებისა და უბრალოდ წესიერი, პატიოსანი მოქალაქეების აქციას კულტურის სამინისტროსთან, წერს სოციალურ ქსელში საქართველოს მესამე პრეზიდენტი.
მიხეილ სააკაშვილის განმარტებით, ნიკა რურუა იყო კულტურის მინისტრი და მისი კარი ყოველთვის ღია იყო ყველაზე შეურიგებელი ოპონენტებისთვისაც კი.
"რა უბედურებაში ვართ ჩაცვენილი.
ნიკა რურუა იყო კულტურის მინისტრი და მისი კარი ყოველთვის ღია იყო ყველაზე შეურიგებელი ოპონენტებისთვისაც კი.
მახსოვს, როგორ სტკენდა ხოლმე მას გულს უსამართლო კრიტიკა იგივე ბაგრატის თემაზე, მაგრამ მისი ერთადერთი პასუხი იყო ხოლმე დამატებითი არგუმენტების მობილიზაცია და დიალოგი, კიდევ მეტი დიალოგი", - წერს მიხეილ სააკაშვილი.
შეგახსენებთ, კულტურის სამინისტროსთან აქცია მიმდინარეობს, სადაც მოქალაქეები კულტურის მინისტრის საკადრო პოლიტიკას აპროტესტებენ, რომლის ფარგლებშიც არაერთი დამსახურებული მუშაკი გათავისუფლდა ხელოვნების მუზეუმისა და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოდან.