დღეს, 20 ნოემბერს, 14:00 საათზე, ვარდების მოედანზე "საქართველოს ქალთა ავტოსპორტის ფედერაციის" პრეზენტაცია გაიმართება.
პრეზენტაციზე საზოგადოება იხილავს საჩვენებელ სლალომს, რომელშიც მხოლოდ ქალები მიიღებენ მონაწიულეობას.
პრეზენტაციაზე მოწვეულია უამრავი საპატიო სტუმარი, მათ შორის საქართველოს პირველი ლედი, სანდრა რულოვსი.