თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას, მიხეილ სააკაშვილი დარბაზში მსხდომთა და კამერების მიმართ იყო მიბრუნებული, რაზედაც მოსამართლემ შენიშვნა მისცა და მოუწოდა, სასამართლოს მხარისკენ მოტრიალებულიყო. სააკაშვილმა მოსამართლეს უპასუხა, რომ მისი გადასაწყვეტია, თუ ვის მიმართავს.
"თქვენ ისეთი სასამართლო ხართ, როგორც მე ვარ ასტრონავტი. მე მივმართავ ქართველ ხალხს. აქ იმისთვის არ ჩამოვსულვარ, რომ მივმართო ვიღაც... არ მინა ვთქვა. არ ვაპირებ, ივანიშვილის სასამართლოს ვუყურო თვალებში, თქვენ თვალებში შემოგხედავთ ქართველი ხალხი და მე ვაპირებ, თვალებში შევხედო ქართველ ხალხს. თქვენ არავინ არ ხართ საერთოდ. მე წარვდექი აქ ქართველი ხალხის წინაშე და ვერავინ გამაწყვეტინებს, თუ გამაწყვეტინებთ, ქართველი ხალხი გაგცემთ პასუხს", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.
მესამე პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ყველაფერი რაც გაკეთდა ამ ქვეყანაში მისი გაკეთებულია.
"მე სად ვბრძანდები, კარგად ვიცი. ეს დარბაზი არის ჩემი აშენებული, ეს დროშა ჩემი გაკეთებულია, ეს სკამი ჩემი დადგმულია, აუდიტორიები ჩემი გაკეთებულია და ეს გალიაც ჩემი აშენებულია. მე თქვენი ახსნა-განმარტება არ მჭირდება. არანაირ პატივს არ ვცემ მე ივანიშვილის სასამართლოს. მე პატივს ვცემ ქართველ ხალხს", - მიმართა მიხეილ სააკაშვილმა მოსამართლეს.
საქალაქო სასამართლოში განიხილება სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო გადაკვეთის საქმე.