სახელგანთქმული ბრიტანელი მომღერლის, ადელის ახალი ალბომი "30" წლის ყველაზე გაყიდვად ალბომად დასახელდა.
გამოშვებიდან 6 კვირის განმავლობაში ალბომის 600 ათასზე მეტი ასლი გაიყიდა.
ახალი ალბომი ადელმა გასული წლის ნოემბერში გამოუშვა. გამოშვებიდან რამდენიმე დღეში, ახალი ალბომი წლის ყველაზე სწრაფად გაყიდვად ალბომად დასახელდა. მაშინ, კრებულმა გაყიდვების მაჩვენებლით გადაუსწრო პოპულარული შვედური ჯგუფის ABBA-ს ახალ ალბომს Voyage.
გამოშვებიდან პირველივე კვირაში ადელის ალბომის 261 000 ეგზემპლარი გაიყიდა, მაშინ როდესაც 40-წლიანი პაუზის შემდეგ გამოშვებული ABBA-ს ალბომი 204 000 ტირაჟით გაიყიდა.
ადელის ახალ ალბომში, სახელწოდებით "30", 12 კომპოზიციაა შესული. ჯერ კიდევ გამოქვეყნებამდე, პოპ ვარსკვლავის ახალ პროექტს მეტსახელად "განქორწინების ალბომი" ეწოდა, რადგან იგი შეიქმნა მომღერლის ცხოვრებაში რთული პერიოდის შემდეგ და კომპოზიციების უმრავლესობა მის პირად გამოცდილებას ასახავს.
ალბომის ოფიციალურ გამოშვებამდე ცოტა ხნით ადრე, ადელმა ახალ ალბომში შემავალი სინგლი "Easy on me" გამოუშვა, რომელსაც თავრუდამხვევი წარმატება ჰქონდა და დიდხანს ინარჩუნებს მუსიკალურ ჩარტებში.
"30" ადელის მეოთხე ალბომია. მომღერლის მესამე ალბომი "25" 2015 წელს გამოვიდა. მუსიკალური კრიტიკოსები ვარაუდობენ, რომ "30" შეიძლება გახდეს ბრიტანელი მომღერლის ყველაზე ძლიერი და საუკეთესო კრებული.
ადელი გრემის 15 ჯილდოს მფლობელია. ადელმა სიმღერა Skyfall-ის შესრულებისთვის, რომელიც ჯეიმს ჯობდის შესახებ ფილმში გაჟღერდა, ოსკარი და ოქროს გლობუსიც მოიპოვა.