ცნობილმა ბრიტანელმა მომღერალმა ადელმა, ბოლო 6 წლის განმავლობაში პირველად, ახალი ალბომი გამოუშვა.
ახალ ალბომში, სახელწოდებით "30", 12 კომპოზიციაა შესული. ცოტა ხნით ადრე, ადელმა ახალ ალბომში შემავალი სინგლი "Easy on me" გამოუშვა, რომელსაც თავრუდამხვევი წარმატება ჰქონდა მუსიკალურ ჩარტებში.
ჯერ კიდევ გამოქვეყნებამდე, პოპ ვარსკვლავის ახალ პროექტს მეტსახელად "განქორწინების ალბომი" ეწოდა, რადგან იგი შეიქმნა მომღერლის ცხოვრებაში რთული პერიოდის შემდეგ და მრავალი კომპოზიცია ასახავს მის პირად გამოცდილებას.
ალბომის ანონსში ადელი წერდა, რომ ეს წლები მის ცხოვრებაში ყველაზე "ტურბულენტური პერიოდი" იყო, მაგრამ შემსრულებელმა გაართვა თავი სირთულეებს და ახლა თავს უფრო მშვიდად გრძნობს, ვიდრე ოდესმე.
"30" ადელის მეოთხე ალბომია. მომღერლის მესამე ალბომი "25" 2015 წელს გამოვიდა. მუსიკალური კრიტიკოსები ვარაუდობენ, რომ "30" შეიძლება გახდეს ბრიტანელი მომღერლის ყველაზე ძლიერი და საუკეთესო კრებული.
ადელი გრემის 15 ჯილდოს მფლობელი და პირველი მუსიკოსია, რომელმაც ორჯერ მიიღო გრემი "წლის ალბომის", "წლის ჩანაწერისა" და "წლის სიმღერის" ნომინაციებში.
ადელს სიმღერა Skyfall-ის შესრულებისთვის ოსკარი და ოქროს გლობუსიც მოიპოვა.