ოსი სეპარატისტები ედისი-ცხინვალის წყალსადენზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებით უკმაყოფილონი არიან. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციი კომიტეტი ავრცელებს.
ედისი-ცხინვალის წყალსადენით ცხინვალი სასმელი წყლით მარაგდება და მასზე სარეკონსტრუქციო სამუშაოების ღია სააქციო საზოგადოება "ვექტორი" აწარმოებს. ოსი სეპარატისტები აცხადებენ, რომ ჩატარებული სამუშაო უხარისხოდაა შესრულებული. აღნიშნულის შესახებ თავისი უკმაყოფილება ასევე გამოთქვა ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრემიერმა ვადიმ ბროვცევმა.
მასალის გამოყენების პირობები