მოსკოვში, ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სამი მოქალაქე დააკავეს.
რუსული მედიის ინფორმაციით, ისინი მილიციამ წუხელ, ერთ-ერთი ბანკირის ბინის ძარცვისას აიყვანეს.
დაკავებულები არიან: 59 წლის მიხეილ ბაშელი, რომელიც 2002 წლიდან რუსეთში ლაბარტყავას გვარით ცხოვრობს, ქურდობისთვის არაერთგზის ნასამართლევი 42 წლის გიორგი წერეთელი და 47 წლის ავთანდილ გუჯაბიძე. აყვანილია დაჯგუფების კიდევ ერთი წევრი. ის ბელგოროდის რაიონში მცხოვრები ვალერი ბენდინაა.
გამოძიების ინფორმაციით, მძარცველებმა "ინვესტტორგბანკის" მმართველობის თავმჯდომარის ბინიდან 15 ძვირადღირებული საათი წამოიღეს, მათ შორის "ჩოპარდის", "როლექსის" და სხვა ბრენდების. 6 მათგანი ბრილიანტებით იყო გაწყობილი. მათგან ყველაზე იაფიანი 50 ევროიანი იყო.