საზარელი მკვლელობა მოხდა თბილისში. ქმარმა 22 წლის, ორსული ცოლი მოკლა. მთავარი არხის ინფორმაციით, შემთხვევა ვარკეთილში ცოტა ხნის წინ მოხდა.
5 ჭრილობა ორსულ ცოლს კაცმა თავისი 13 წლის დისა და 1 წლის შვილის თვალწინ მიაყენა.
გავრცელებული ინფორმაციით, ადგილზე მისულ სამართალდამცველებს ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.
ამ დროისთვის, ბრალდებული უკვე დაკავებულია, მას მიმალვა არც უცდია და პოლიციას მკვლელობის ადგილზე დახვდა.