3-დღიანი გაუჩინარების შემდეგ პოლიციამ „ეკონომიკური ტრანსფორმაციის ცენტრის“ დირექტორი, ეკონომიკური ექსპერტი რამაზ გერლიანი იპოვა. როგორც მან მოგვიანებით განმარტა, პოლიციამ მიუსწრო, თორემ თვითმკვლელობას გეგმავდა. მისივე თქმით, 3 დღის განმავლობაში ძირითადად სურამში და სურამის ტყის მიმართულებით მოძრაობდა.
„მივეცი უკვე განმარტება და მანამდეც დავწერე, რომ პოლიციელი გიორგი გოგნიაშვილის მხრიდან ჩემ მიმართ უღირსი და პატივაყრის ქმედება იყო ძირითადი მიზეზი, რაც დროთა განმავლობაში დაგროვდა და მივედი ამ გადაწყვეტილებამდე“, - განაცხადა გერლიანმა.