წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთში მოქმედი სასათბურე და სამაცივრო მეურნეობა შპს „გეგუთი 2005“ მწვანილის ექსპორტს უკრაინაში, მოლდოვაში, პოლონეთში და ბალტიისპირეთის ქვეყნებში ახდენს.
კომპანიაში „გეგუთი 2005“ წარმოების პროცესის გასაცნობად სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორი ილია თამარაშვილი იმყოფებოდა.
სასათბურე და სამაცივრო მეურნეობა შპს „გეგუთი 2005“ სოფლის განვითარების სააგენტოსა და აშშ- ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სოფლის მეურნეობის პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა. მეურნეობის შესაქმნელად განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 1 მლნ ლარს აჭარბებს, მათ შორის, შეღავათიანი აგროკრედიტი 150,000 დოლარზე მეტია. 15,000 კვმ-ზე მდებარე სასათბურე მეურნეობაში 50 ადამიანია დასაქმებული. ამჟამად, სათბურში მწვანილის კრეფა და სარეალიზაციოდ მომზადება მიმდინარეობს.
შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში სასათბურე მეურნეობის შექმნისა და განვითარების მიზნობრიობით გაცემული სესხის ოდენობა 106 მლნ ლარს აღემატება, სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული თანადაფინანსება 16 მლნ ლარს აჭარბებს.