რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო საგანგეო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, როკის გვირაბის სიახლოვეს ჩამოწოლილმა ზვავმა მოიყოლა ყაზარმა, რომელშიც რუსი სამხედროები იმყოფებოდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ყაზარმის შენობაშ 5 რუსი სამხედრო იმყოფებოდა.
სამაშაველო-საძიებო სამუშაოებში ოკუპირებული ცხინვალი დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების სამსახურის მაშველები ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის მაშველებთან ერთად მონაწილეობდნენ.
რუსული სააგენტო "ინტერფაქსის" ცნობით, მაშველებმა ზვავიდან სამი სამხედროს ამოყვანა მოახერხეს, რომელთაგან ერთ-ერთი გარდაიცვალა, ხოლო ორი ცხინვალის სამედიცინო ცენტრში გადაიყვანეს.
დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ზვავის ქვეშ ჩარჩენილი ორი სამხედრო მოსამსახურის საძიებო სამუშაოები გაგრძელდება.