ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის მიწოდების მოცულობამ 500 მილიონ ტონას მიაღწია.
”საექსპორტო ნავთობსადენმა ბაქო-თბილისი-ჯეიჰანი, რომლის ოპერატორიცაა კომპანია bp, მიაღწია მნიშვნელოვან მაჩვენებელს, მოახდინა 500 მილიონი ტონა ნავთობის ტრანსპორტირება ბაქოს მახლობლად მდებარე სანგაჩალის ტერმინალიდან ჯეიჰანში აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის გავლით“, - ნათქვამია BP-ის განცხადებაში..
აღსანიშნავია, რომ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენის საერთო სიგრძე შეადგენს 1768 კილომეტრს, საიდანაც 443 კილომეტრი გადის აზერბაიჯანის ტერიტორიაზე, 249 კილომეტრი - საქართველოს, ხოლო 1076 კილომეტრი - თურქეთის ტერიტორიაზე. მილსადენის მშენებლობა დაიწყო 2003 წლის აპრილის თვეში, ხოლო მისი ნავთობით შევსება - 2005 წლის 18 მაისს.