ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სალიცენზიო მოთხოვნების დარღვევის გამო, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განკარგულებით, შპს "ეროვნულ რეესტრს“ 2021 წლის 21 დეკემბრიდან ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ლიცენზია გაუუქმდება.
სებ-ის ინფორმაციით, ემიტენტები, რომელთა ფასიანი ქაღალდების რეესტრსაც შპს "ეროვნული რეესტრი“ აწარმოებდა, ვალდებულნი არიან უზრუნველყონ ახალი რეგისტრატორის შერჩევა და მასთან ხელშეკრულების ამოქმედება არაუგვიანეს წინა ხელშეკრულების მოშლის დღისა, ხოლო შპს "ეროვნული რეესტრი“ ვალდებულია ფასიანი ქაღალდების რეესტრი და სათანადო დოკუმენტაცია გადასცეს ემიტენტს ან ემიტენტის მიერ შერჩეულ ახალ რეგისტრატორს. აღნიშნული პროცესი უნდა დასრულდეს არაუგვიანეს მიმდინარე წლის 20 დეკემბრისა.
დამატებით, გთავაზობთ, იმ კომპანიების ჩამონათვალს, რომლებიც 2021 წლის 18 ნოემბრის მდგომარეობით უფლებამოსილნი არიან განახორციელონ ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის საქმიანობა:
- სს კავკასრეესტრი (ს/ნ: 211369115)
ტელ: (+995 32) 2 500 211
მის: იურიდიული: 0162, თბილისი,ჭავჭავაძის გამზირი #74ა;
ფაქტობრივი: 0186, თბილისი, ვაჟა-ფშაველას გამზ. N71, მე-7 სართ;
- სს საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი (ს/ნ:205156374)
ტელ: (995 32) 2 251 560
მის: იურიდიული: 0162, თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. #74ა/მოსაშვილის ქ. #11, მე-7 სართ;
ფაქტობრივი: 0162, თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. #74ა/მოსაშვილის ქ. #11, მე-7 სართ;
- სს სი ეს არ (ს/ნ:405141190)
ტელ: 599 55 24 95
მის: იურიდიული: 0162, თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. #74/11;
ფაქტობრივი: 0162, თბილისი, ჭავჭავაძის გამზ. #74ა/მოსაშვილის ქ. #11, მე-2 სართ;