ჩრდილოეთ კორეის მთავრობამ 11 დღით მოქალაქეებს სიცილი და ალკოჰოლის მიღება აუკრძალა. იუწყება Radio Free Asia. შეზღუდვები უკავშირდება მოქმედი დიქტატორის მამის, კიმ ჩენ ირის გარდაცვალების 10 წლისთავს.
ამის გარდა, ჩრდილო კორეელებს ეკრძალებათ მასობრივი თავშეყრის ადგილებში კარგი განწყობის გამომჟღავნება. აკრძალვა გაგრძელდება სამაგლოვიარო ღონისძიებების განმავლობაში, რომლებიც კიმ ჩენ ირის გადაცვალების ათი წლისთავს მიეძღვნება.
"გლოვის დღეებში ჩვენ არ უნდა მივიღოთ ალკოჰოლი, არ უნდა ვიცინოთ და არ უნდა დავისვენოთ", - ნათქვამია მთავრობის ინფორმაციაში.
ასევე, 17 დეკემბერს, ჩრდილოეთ კორეის ყოფილი ლიდერის გარდაცვალების დღეს, მოქალაქეებს ეკრძალებათ სავაჭრო ცენტრებში წასლა. თუმცა ეს ყველაფერი არ არის.
"იმ შემთხვევაში, თუ თქვენი ოჯახის წევრი გლოვის დროს მოკვდება, არ გაქვთ უფლება ხმამაღლა ტირილის, დაკრძალვის ცერემონიის გამართვა კი მხოლოდ ყველა ღონისძიების დამთავრების შემდეგ შეგეძლებათ", - უთხრა გამოცემას წყარომ.
ამასთან, წყაროს თქმით, ქვეყანაში შეიქმნა პოლიციელების სპეციალური რაზმები, რომლებიც გააკონტროლებენ ადამიანების სევდიან გამომეტყველებას.
ცოტა ხნით ადრე, ჩრდილოეთ კორეაში შვიდი ადამიანი K-pop კულტურით გატაცების გამო სიკვდილით დასაჯეს.