ექიმთან ვიზიტებზე უნაღდო დანახარჯებში მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა, ხოლო სამედიცინო აღჭურვილობაზე უნაღდო ხარჯვის მცირედით მოიმატა, - აცხადებენ "თიბისი კაპიტალში". მათივე მონაცემებით, 2019 წელთან შედარებით, 7-13 დეკემბრის პერიოდში, ექიმთან ვიზიტებზე უნაღდო დანახარჯების ზრდამ დაიკლო და 75% შეადგინა.
"სამედიცინო აღჭურვილობაზე უნაღდო დანახარჯების ზრდამ მოიმატა, 2019 წელთან შედარებით, და 69%-ს გაუტოლდა", აცხადებენ "თიბისი კაპიტალში".