ნოემბრის თვეში თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობამ მნიშვნელოვნად მოიმატა,- აცხადებენ "თიბისი კაპიტალში.
მათივე მონაცემებით, 1-12 დეკემბრის პერიოდში, იპოთეკური სესხების მოცულობის ზრდამ გადაინაცვლა უარყოფით ნიშნულზე.
"1-12 დეკემბრის პერიოდში, ახალი გაცემული იპოთეკური სესხების მოცულობამ უარყოფით ნიშნულზე გადაინაცვლა(-5%), 2019 წელთან შედარებით. • ნოემბრის თვეში, თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ტრანზაქციების რაოდენობამ მნიშვნელოვნად მოიმატა და 34% შეადგინა, 2019 წელთან შედარებით. 1-9 დეკემბრის პერიოდში ეს მაჩვენებელი გაორმაგდა და 145% შეადგინა, 2019 წელთან შედარებით", აცხადებენ თიბისი კაპიტალში.