საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს 2010 წელს არცერთი მატჩი არ წაუგია. საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ, არასდროს ყოფილა შემთხვევა, რომ ნაკრებს მთელი წლის განმავლობაში არ წაეგოს.
2010 წელს "ჯვაროსნებმა" 8 შეხვედრა გამართეს. თემურ ქეცბაიას მიერ გაწვრთნილმა ნაკრებმა 8-დან სამი მოიგო, ხოლო 5 ფრედ დაამთავრა. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საქართველოს ნაკრებს წელს პირველ ტაიმში არცერთი გოლი არ გაუშვია, რაც ევროპაში საუკეთესო შედეგია.
ჩვენი ქვეყნის ნაკრებმა წელს პირველი მატჩი 3 მარტს თბილისში, ესტონეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართა და 2-1 დაამარცხა. ამ მატჩში შედგა თემურ ქეცბაიას დებიუტი საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე.
შემდეგი მატჩი, 25 მაისს, საქართველოს ნაკრებს მსოფლის 2010 წლის ჩემპიონატის მონაწილე კამერუნთან ჰქონდა. ავსტრიაში გამართული ამხანაგური დაპირისპირება ფრე 0:0 მორჩა.
მესამე ამხანაგური მატჩი საქართელომ სტუმრად მოლდოვასთან გამართა და ისიც 0:0 დამთავრდა. შემდეგი ორ მატჩში საქართველო ევროპის 2012 წლის საკვალიფიკაციო ეტაპზე საბერძნეთსა და ისრაელს შეხვდა და ორივე მატჩი ფრედ დაამთავრა, სტუმრად ბერძნებთან 1:1, ხოლო შინ ისრაელელებთან - 0:0.
2010 წელს პირველი გამარჯვება ქეცბაიას გუნდმა თბილისში მალტასთან შეხვედრაში მოიპობა. ევრო 2012 წლის შესარჩევის მატჩში ქართველებმა მალტა 1:0 დაამარცხეს.
ბოლო ორ მატჩში ქართველებმა სტუმრად გამართეს. ეროვნულმა ნაკრებმა ლატვიასთან 1:1 დაამთავრა შეხვედრა, ხოლო სლოვენიას 2:1 მოუგეს.
საქართველოს ნაკრებს 2010 წელს თამაში აღარ აქვს.
ამ 8 შეხვედრაში ქართველებმა 7 გოლი გაიტანეს. სამი გოლი ნალჩიკის "სპარტაკის" თავდასხმელმა დავით სირაძემ გაიტანა. თითო-თითო გოლი კი ბერლინის "ჰერტას" მცველმა ლევან კობიაშვილმა, გერმანული "კარლსრუეს" ფორვარდმა ალექსანდრე იაშვილმა, ლვოვის "კარპატის" ნახევარმველმა სანდრო გურულმა და მოსკოვის "სპარტაკის" ნახევარმცველმა გაიტანეს.
ევროპის 2012 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის F ჯგუფში საქართველო მესამე ადგილზე იმყოფება 6 ქულით. პირველ ადგილზე ხორვატიაა 10 ქულით, ხოლო მეორეზე საბრძნეთი 8 ქულით.