9 და 12 წლის ბავშვების გაუპატიურებისთვის თბილისში ორი ადამიანი დააკავეს ერთ-ერთი დაკავებული არასრულწლოვნების მამაა.
გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულები ბავშვებზე სისტემატურად ძალადობდნენ.
ბავშვების დედა "რუსთავი 2"-თან საუბრისას ამბობს, რომ პოლიციის გამოძახებამდე სექსუალური ძალადობის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა. სწორედ დედამ შეატყობინა მომხდარის შესახებ პოლიციას.
"თვითონ აღიარეს, ბავშვებმა, ორივემ, რომ მამა ძალადობდა ბავშვებზე. მე რომ პოლიცია გამოვიძახე, მაშინ გავიგე მის შეყვარებულზეც და მის მამაზეც, მანამდე მე არაფერი ვიცოდი საერთოდ. ჩემი მთავარი მოთხოვნაა მამამისს მიესაჯოს სამუდამო პატიმრობა, ყველაზე უმძიმეს პირობებში," - ამბობს ბავშვების დედა.