მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინის საზღვრის შესაძლო უკანონო გადაკვეთასთან დაკავშირებით უკრაინის სახელმიწფო სასაზღვრო სამსახურმა რამდენიმე თანამდებობის პირს დისციპლინარული პასუხისმგებლობა დააკისრა. ამის შესახებ "უკრაინსკაია პრავდა" უწყების სპიკერ ანდრეი დემჩენკოზე დაყრდნობით წერს.
"უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის მიერ სახელმწიფო საზღვრის შესაძლო უკანონო გადაკვეთის გარემოებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო საზღვრის სამსახურის ადმინისტრაციამ სექტემბრის ბოლოს სამსახურეობრივი მოკვლევა ჩაატარა", - განაცხადა დემჩენკომ.
მისი თქმით, სასაზღვრო დანაყოფების ხელმძღვანელები, სასაზღვრო რაზმებისა და სამხრეთ რეგიონალური სამმართველოს თანამდებობების პირები ჩამოშორებულნი არიან მოვალეობების შესრულებას.
"გამოძიების ყველა დეტალზე ვერ ვისაუბრებ, ვინაიდან, მასალები შეიცავს საიდუმლო ინფორმაციას, თუმცა აღვნიშნავ, რიმ ეს მასალები გადაგზავნილია საგამოძიებო ორგანოებისათვის და აღნიშნულ საქმეზე დაწყებულია სისხლის სამართლის წარმოება", - განაცხადა დემჩენკომ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 1 ოქტომბერს დააკავეს.