წალენჯიხის მერის, გია ხარჩილავას ინფორმაციით, საჩინოს თემში, საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა. მისი თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მუშაობდნენ სახანძრო და სამაშველო სამსახურები, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.