ირანი თავისი ბირთვული პროგრამის ირგვლივ ჯგუფ "5+1" ფორმატში მოლაპარაკებებისათვის მზადაა. ეს განცხადება ირანის პრეზიდენტმა მაჰმუდ აჰმადინეჯადმა გააკეთა.
"ჩვენ ყოველთვის ვიყავით მოლაპარაკებების მომხრეები და ყოველთვის დიალოგის მხარეს ვიდექით", _ განაცხადა ირანის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ მოლაპარაკებები დრო ამჟამად დგინდება.
"რაც შეეხება მოლაპარაკებების ჩატარების ადგილს ირანული მხარე სტამბულს ასახელებს, ხოლო მოწინააღმდეგე მხარე - ჟენევას", _ აცხადებს ახმადინეჯადი.
"თუკი მათ სურთ, რომ მოლაპარაკებები წარმატებული იყოს, მათ უარი უნდა თქვან ექსპლუატატორულ აზროვნებაზე. იმ შემთხვევაში თუკი ისინი კვლავ ძველი მეთოდებით დაიწყებენ ხელმძღვანელობას ამისგან არაფერი არ გამოვა", _ აცხადებს ირანის პრეზიდენტი.
მისივე თქმით, "ირანის დაშინება ემბარგოთი შეუძლებელია. ირანი თავისი გზით მიდის", _ აცხადებს ახმადინეჯადი.
მასალის გამოყენების პირობები