ნატოში რუსეთის მუდმივმოქმედი წარმომადგენელი დიმიტრი როგოზინი 2008 წლის აგვისტოს ომის დაწყების პროვოცირებაში ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს ადანაშაულებს.
განცხადება ამის შესახებ როგოზინმა "ევრონიუსის" პირდაპირ ეთერში, ნატო-რუსეთის ურთიერთობებსა და საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივებზე საუბრისას გააკეთა.
"რუსეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება ნატოს აღმოსავლეთით გაფართოებას. ჩვენ ვეწინააღმდეგებით ჩვენს საზღვრებთან უცხო ქვეყნის მოახლოებას. უკრაინამ უკვე თავად განაცხადა უარი ალიანსში წევრობაზე, რაც შეეხება საქართველოს, ვფიქრობ, ისიც საკმარისია, რომ წლინახევრის წინ ნატომ უკვე მოახერხა საქართველოს პროვოცირება შეშლილი ქმედებები განეხორციელებინა ორი დამოუკიდებელი ავტონომიის წინააღმდეგ", - განაცხადა როგოზინმა.
მისივე აზრით, საქართველოს ალიანსში გაწევრიანების საკითხი ცალმხრივი პოზიციია.
"ნატო გააგრძელებს ღია კარის პოზიციაზე რიტორიკას, მაგრამ სინამდვილეში, დასავლეთში ყველა სერიოზული ადამიანი კარგად აცნობიერებს, რომ დღეს საქართველო და უკრაინა გაცილებით მეტად შორს არიან ალიანსის წევრობისგან, ვიდრე ეს სამი წლის წინ იყო", - დასძინა დიმიტრი როგოზინმა.