ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხზე მორიგი კონსულტაციები დღეს გაიმართება.
პოლიტიკური მხარეები ამჯერად ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შეიკრიბებიან.
შეხვედრას პოლიტიკოსების გარდა რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებიც დაესწრებიან. დღის წესრიგში ძირითადად, ტექნიკური საკითხებია შეტანილი, მათ შორის, მხარეები გადაწყვეტილების წესთან დაკავშირებით იმსჯელებენ. დღევანდელ შეხვედრაზე გადაწყდება ისიც, თუ რა ფორმატით გაგრძელდება კონსულტაციები.
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების თაობაზე მოლაპარაკებების დაწყების ინიციატივა ოპოზიციას ეკუთვნის. კონსულტაციების პირველი რაუნდი გასულ კვირას, პარლამენტის თავმჯდომარის, დავითYბაქრაძის კაბინეტში გაიმართა.