პოლიტიკური გაერთიანება „თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია ვაშინგტონში ვიზიტის მეორე დღეს ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტში კარნეგის ცენტრთან ერთად ორგანიზებულ კონგერფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. „ თავისუფალი დემოკრატების" ლიდერმა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე ისაუბრა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ალასანიას პრეს-სამსახურში განუცხადეს, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესობაზე იყო საუბარი ირაკლი ალასანიასა და შეერთებული შტატების ნაციონალურ დემოკრატიული ინსტიტუტის პრეზიდენტან კენ ვოლაკთან საუბრის ერთ-ერთი მთავრი თემა.
საარჩევნო კოდექსი და ხელისუფლებასთან დაწყებულ მოლაპარაკები იყო „ფრიდომ ჰაუსისა"და დემოკრატიის ეროვნული ფონდის ხელმძღვანელობასთან შეხედრის ერთ-ერთი თემაც.
"ვაშინგტონში მთლიანად ყურადღება არის გადატანილი იმაზე, თუ რამდენად შეძლებს საქართველო მომავალი არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებას. აქ ელოდებიან, რომ თავისუფალი არჩევნების სისტემის შექმნის შედეგად პირველად მოხდება საქართველოში ხელისუფლების არჩევნების გზით, მშვიდობიანად შეცვლა,"- განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
ხვალ ირაკლი ალასანია შეხვედრას გამართავს შეერთებული შტატების პრეზიდენტის ბარაქ ობამას მრჩველთან ევროპისა და ვერაზიის საკითხებში ელისაბედ შერვუდთან და ობამას მრჩეველთან რუსეთის საკითხებში მაიკლ მაკფოლთან.
ირაკლი ალასანიას ვიზიტი აშშ-ში 23 ნოემბრამდე გაგრძელდება. თავისუფალი დემოკრატების ლიდერთან ერთად ამერიკაში იმყოფება პარტიის საგარეო საქმეთა მდივანი დავით ზალკალიანი.