საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, შევარდნაძის პრეზიდენტობის პერიოდისაგან განსახვევებით, როდესაც მთავრობა "პროვინციალიზმით და კორუფციით" გამოირჩეოდა ახალი მთავრობა აქცენტს შემდეგ პრინციპებზე აკეთებს - "ადმინისტრაციული ხარჯების სიმცირე, მობილურობა, ეფექტურობა, არაკორუმპირებულობა, ინოვაციურობა და გლობალურობა". ამის შესახებ პრეზიდენტმა ქუთაისში ვიზიტისას განაცხადა.
პრეზიდენტის განმარტებით, მთავრობა უნდა იყოს მობილური, რომელიც მუდმივად ინავაციის ძიებაში იქნება.
"მთავრობა უნდა იყოს ინოვაციური, - მუდმივად ეძიებდეს ახალს მსოფლიოში, რათა საქართველო გახდეს კონკურენტუნარიანი ქვეყანა; წინა მთავრობაში პროვინციალიზმისგან განსხვავებით, ამ მთავრობის პრინციპი გლობალურობაა", - განაცხადა პრეზიდენტმა.