მთავრობა თბილისში რჩება ქუთაისში კი აღმასრულებელი ხელისუფლების ინსტიტუციები გადადის. ამის შესახებ პრეზედიენტის დღევანდელ ინიციატივასთან დაკავშირებით, რეიტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა თემურ იაკობიშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.
შეგახსენებთ, დღეს მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ერთი წლის შემდეგ ქუთაისში მთავრობის სახლის მშენებლობა დასრულდება.
"საქართველოს მთავრობა დარჩება თბილისში, მაგრამ მთავრობის მუდმივი წარმომადგენლობა იქნება ქუთაისში", - განაცხადა პრეზიდენტმა ქუთაისში სტუმრობისას.