დავით გამყრელიძე ხელისუფლებას პენსიების გაზრდას სთხოვს. "მემარჯვენეების" ლიდერის განცხადებით, რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის პენსია 10 ლარით უნდა გაიზარდოს. ამის შესახებ გამყრელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.
მისი თქმით, აღნიშნული ინიციატივა, რომელზედაც 65-70 მილიონი ლარი დაიხაჯება, 2011 წლის ბიუჯეტში უნდა იქნას გათვალისწინებული.
"რეგიონებში და სოფლებში ხშირ შემთხვევაში პენსია არის ოჯახისთვის ერთადერთი შემოსავალი. ფასების კატასტროფული ზრდის ფონზე, პენსიის 10 ლარით გაზრდა მათთვის იქნება ძალიან სეიოზული შვება და პრობლემის მოგვარება. ეს არის დაახლოებით 65-70 მილიონი ლარის დანმატი და ამ თანხების მოძიება თავისუფლად შეიძლება დღევანდელ ბიუჯეტში", - განაცხადა გამყრელიძემ.