ჩემთვის ჯერჯერობით არავის უთხოვია აქციებზე შეერთება, – განუცხადა ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ.
„მე ზოგადად არც ერთი რევოლუციის წინააღმდეგი არ ვარ, რომელსაც მე ვახსენებ, მაგრამ სხვისი მოხდენილი რევოლუციები არ მინდა ამ ქვეყანაში. შესაბამისად, ჯერჯერობით არ მეპატიჟებიან საერთო რევოლუციაში და სხვები თუ დააპირებენ ჩემ გარეშე, მე ვეცდები, რომ ხელი შევუშალო“, – განაცხადა ხვიჩიამ.
დეპუტატს მიაჩნია, რომ „ეს აქციები კონცერტის ნაწილია“ და რაც უფრო მალე გავალთ აქედან, უკეთესი იქნება.
„შენგან ჩუმად არ უნდა შეხვდნენ ერთმანეთს და არ უნდა იყოს ღია გაცხადებული პოზიცია, რომ არ მოგესალმებიან და როცა შენ ეძებ რევოლუციურ კომიტეტებს სხვადასხვა პარტიაში, გეუბნებიან, ამ ადგილზე ჩვენ ვგეგმავთ რეცოლუციასო.
ეს აქციები კონცერტის ნაწილი მგონია ზოგადად და რაც უფრო მალე გავალთ აქედან, უკეთესი იქნება. თქვენც გირჩევდით, რომ სხვა თემებს უფრო მიაქციოთ ყურადღება“, – მიმართა იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებს.