კახეთში გადაუღებელი წვიმის გამო მდინარეები ადიდდა.
სინოპტიკოსების პროგნოზით კახეთში უახლოესი 4 დღის განმავლობაში ისევ წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ამის შესახებ რადიო "ჰერეთს" ჰიდრომეტცენტრის პროგნოზების განყოფილების ხელმძღვანელმა სვეტლანა ნიორაძემ განუცხადა.
მისი მონაცემებით, ხვალ კახეთის რეგიონში ამინდი გაუმჯობესდება, თუმცა უმნიშვნელოდ. 20 ნოემბრიდან კი კვლავ წვიმებია მოსალოდნელი. რაც შეეხება რეგიონის მაღალმთიანეთს, ღამის განმავლობაში ითოვებს.
ჰაერის საშუალო ტემპერატურა დღეს კახეთში +13 გრადუსია.