ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა მოსახლეობას მოუწოდა, ვიდრე ქვეყანა ჩინეთთან საზღვრებს გახსნის, ნაკლები ჭამონ. ინფორმაციას "რადიო თავისუფალი აზია" ავრცელებს.
კიმ ჩენ ინის განცხადებით, ჩრდილოეთ კორეა ჩინეთთან საზღვრის გახსნას 2025 წლისთვის გეგმავს.
ჩრდილოეთ კორეამ კორონავირუსის პანდემიის გამო ჩინეთთან საზღვრები 2020 წლს დაკეტა. ამ ნაბიჯმა დამანგრეველი ზემოქმედება მოახდინა ისედაც დასუსტებულ ეკონომიკაზე, ფასები მკვეთრად გაიზარდა და შეიქმნა პროდუქტების დეფიციტი.
ჩინეთი ჩრდილოეთ კორეის მთავარი სავაჭრო პარტნიორია, საიდანაც ის იღებს სურსათს, სასუქსა და საწვავს.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ქვეყანაში არსებული სურსათის მწვავე დეფიციტის შესახებ ჯერ კიდევ ზაფხულში იუწყებოდა. ოფიციალური პირები კრიზისის შექმნაში სტიქიურ უბედურებებს, დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებსა და პანდემიას ადანაშაულებენ.