პარტია "პროგრესი და თავისუფლების" ლიდერი კახა ოქრიაშვილი ქვეყნის პრემიერ მინისტრის შეფასებას გამოეხმაურა, როდესაც ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს მესამე პრეზიდენტი ადოლფ ჰიტლერს შეადარა.
"პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჰიტლერს შეადარა. ბატონი სააკაშვილი ჰიტლერი რომ ყოფილიყო, 2011 წელს, როცა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლის შესახებ განაცხადა, ყველა კონცლაგერში, მხუთავი აირის კამერაში მოხვდებოდა, როგორც ეს ღარიბაშვილმა თქვა.
არც 2021 და არც 2020 წლის არჩევნებში „ქართულ ოცნებას“ დაპირებები არ ჰქონია, რაც ასევე მათი პოლიტტექნოლოგების რჩევაა. როგორც კი მოსახლეობას რამეს დაპირდებიან, მაშინვე ყველას გაახსენდება, რომ ამ ცხრა წლის განმავლობაში ხელისუფლებს არცერთი დაპირება არ შეუსრულებია.
შეგახსენებთ, კოალიციური მმართველობის დამკვიდრება ქვეყანაში ბიძინა ივანიშვილის კიდევ ერთი შეუსრულებელი დაპირებაა.
ჩავთვალოთ, რომ დედაქალაქის მერიაში კოალიციური მთავრობის შექმნა ოპოზიციის მხრიდან ერთგვარი პოზიტიური რეპეტიციაა, რადგან რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები მალე ჩატარდება და როგორც ყველა პროპორციული საარჩევნო სისტემის მქონე ქვეყანას, ჩვენც კოალიციური მმართველობა გვექნება!", განაცხადა ოქრიაშვილმა.