საქართველოში ამ დროისათვის სრულად COVID-ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 32.0%-ი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 21 ოქტომბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 932 643 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 017 863 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 35.8 %
სრულად ვაქცინირებულია 914 311 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 32.0%
20 ოქტომბერს აიცრა 5 194 ადამიანი.
ვაქცინაციის პროცესი საქართველოში 15 მარტს დაიწყო. დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში ოთხი ვაქცინით, "სინოფარმით", "სინოვაკით", "ასტრაზენეკათი" და "ფაიზერით" აცრაა შესაძლებელი.
ვაქცინაციის გეგმის თანახმად, წლის ბოლომდე, საქართველოს მოსახლეობის 60%, ანუ მილიონ 700 ათასი ადამიანი უნდა აიცრას.