უკრაინიში ვიზიტისას, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებზე საუბრისას, ვიცე- პრემიერმა გიორგი ბარამიძემ აღნიშნა, რომ სამხედრო აგრესიისა და მიმდინარე ოკუპაციის მიუხედავად, საქართველო მზადაა რუსეთთან  წინაპირობების გარეშე სასაუბროდ.
"რუსული ოკუპაცია ცივილიზებულად და მშვიდობიანად უნდა დასრულდეს და დარეგულირდეს ურთიერთობები ორ ქვეყანას  შორის", - აღნიშნა ბარამიძემ. 
შეგახსენებთ, რომ ვიცე-პრემიერ-მინისტრი სამუშაო ვიზიტით იმყოფება უკრაინაში, სადაც კიევის მე-4 უსაფრთხოების ფორუმში მიიღო მონაწილეობა.
                                
                                                                     
                                     მასალის გამოყენების პირობები