იაპონიის ახლადარჩეულმა პრემიერ-მინისტრმა, ფუმიო კიშიდან დაითხოვა ქვეყნის ორპალატიანი პარლამენტის ქვედა, წარმომადგენელთა პალატა, რამაც გზა გაუხსნა ვადამდელი არჩევნების დანიშვნას.
ვადამდელ არჩევნებზე, რომელიც 31 ოქტომბერს გაიმართება, კიშიდა შეეცდება თავისი პარტიისთვის, ლიბერალ-დემოკრატებისთვის საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობა მოიპოვოს.
"მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეკონომიკური პოლიტიკისა და კორონავირუსის საწინააღმდეგო გაბედულ ზომებს გავატარებთ. ამის გასაკეთებლად საჭიროა, ვკითხოთ ხალხს, მენდობიან თუ არა მე ამ პოლიტიკის განხორციელებაში", - აღნიშნა ფუმიო კიშიდამ.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის თანახმად, პრემიერ მინისტრი სარგებლობს მოქალაქეთა მნიშვნელოვანი მხარდაჭერით.
იაპონიის მმართველი ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის მთავარი კონკურენტი ოპოზიციური კონსტიტუციური დემოკრატიული პარტიაა.
31 ოქტომბრის არჩევნებზე იაპონელები ახალ პარლამენტს აირჩევენ, რომელიც თავის მხრივ ახალ მთავრობას დაამტკიცებს.
პარლამენტის ქვედა პალატის არჩევნები ბოლოს იაპონიაში 2017 წელს ჩატარდა, პრემიერ-მინისტრ შინზო აბეს დროს.