უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებას უკრაინისა და რუსეთის 95 მოქალაქის წინააღმდეგ, რომლებსაც ანექსირებულ ყირიმში რუსეთის დუმის არჩევნებთან ჰქონდათ კავშირი.
დადგენილების თანახმად, სანქციები განუსაზღვრელი ვადით დაუწესდებათ ყირიმსა და სევასტოპოლში რუსეთის დუმის ე.წ. დამოუკიდებელ და პარტიული სიით წარდგენილ კანდიდატებს.
ზელენსკიმ ასევე ხელი მოაწერა დადგენილებას, რომლის თანახმად, ეკონომიკური სანქციები დაუწესდებათ სამ რუსულ და ერთ სინგაპურულ კომპანიას.