საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შემუშავებული მედია გამჭირვალობის შესახებ კანონპროექტის პრეზენტაცია დღეს გაიმართება. 
როგორც დღევანდელ ბიუროს სხდომაზე უმრავლესობის წევრმა, აღნიშნული კანონპროექტის ერთ-ერთმა ავტორმა პავლე კუბლაშვილმა აღნიშნა, კანონპროექტი პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა. 
"მედიაგამჭირვალობის შესახებ შემუშავებულ კანონპროექტის შინარსის შესახებ ინფორმაციას მედიის წარმომადგენლებს დღეს კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი ჩიორა თაქთაქიშვილი გააცნობს", - აღნიშნა კუბლაშვილმა. 
კანონპროექტის პრეზენტაცია დღეს, პარლამენტში 13:30 საათზეა დაგეგმილი.