საპარლამენტო ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატები" პარლამენტში ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და NDI-ის ხელმძღვანელს ლუის ნავაროს ხვდებიან.
როგორც შეხვედრის დაწყების წინ ფრაქციის თავმჯდომარემ გიორგი ახვლედიანმა აღნიშნა, შეხვედრაზე არასამთავრობო ორგაზიაციების წარმომადგენლებს გუშინ ფინანსთა სამინისტროში ბიუჯეტთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე ინფორმაციას მიაწვდის.
"გუშინდელ შეხვედრაზე ბიუჯეტის გარკვეული მიმართულებები განვიხილეთ და ის შიშები, რომ ჯანდაცვის სისტემაში რიგი პროგრამების დაფინანსება შეწყდებოდა აღარ არსებობს. ასევე მნიშვნელოვანია რომ განათლების სამინისტრომ უარი თქვა პედაგოგების დაზღვევის დაფინანსების გადაყვანაზე და მასწავლებლებს კვლავ სახელმწიფო დაზღვევს" - აღნიშნა ახვლედიანმა.